თავში

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 100 ავიარეისი გაუქმდა, მილიონამდე სახლი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 100 ავიარეისი გაუქმდა
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 100 ავიარეისი გაუქმდა, მილიონამდე სახლი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 100 ავიარეისი გაუქმდა, მილიონამდე სახლი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მსხვილ ქალაქებში ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს.

ძლიერი ტაიფუნი იაპონიის სანაპიროს დღეს დილით დაატყდა თავს. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 216 კმ/სთ შეადგინა. დილიდან გადაუღებლად წვიმს.

სასწავლო პროცესი სკოლებში დროებით შეწყდა. ოფიციალური მონაცემებით, 20-მდე ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტაიფუნი "ფაქსაი" ამჟამად წყნარი ოკეანისკენ, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიემართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system