თავში

იაპონიაში წლის იეროგლიფი აირჩიეს

​იაპონიაში წლის იეროგლიფი აირჩიეს
იაპონიაში წლის იეროგლიფი აირჩიეს

იაპონიაში 2020 წლის სიმბოლოდ იეროგლიფი აირჩიეს, რომელიც "მჭიდროს" ან "ახლოს" ნიშნავს. ამის შესახებ იაპონიის იეროგლიფური უნარების შემოწმების ფედერაციამ გამოაცხადა. ის მოსახლეობის გამოკითხვას ატარებს.

ამ იეროგლიფის არჩევა წლის სიმბოლოდ განპირობებულია იმით, რომ იაპონიაში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ძალიან პოპულარული გახდა გამოთქმა "mittsu no mitsu", რომელიც იეროგლიფებით "სამი" და "მჭიდრო" იწერება. თავისთავად, ეს არის სამი ფრაზის შემოკლებული ვარიანტი: "მჭიდრო სივრცეები ცუდი ვენტილაციით", "მჭიდრო სივრცეები ხალხის დიდი რაოდენობით" და "ხალხთან მჭიდრო კონტაქტი". ყველა მათგანი აღნიშნულ იეროგლიფს შეიცავს.

სწორედ ამ სამის თავიდან აცილებას სთხოვს მოსახლეობას იაპონიის ხელისუფლება პანდემიის დროს. ამ გამონათქვამს ხშირად იყენებენ პრესკონფერენციების დროს ხელისუფლების წარმომადგენლები და თითქმის ყველა ქალაქში შესაძლებელია პლაკატის ხილვა, რომელზეც "mittsu no mitsu" არის გამოსახული. ის მოსახლეობას სიფრთხილის ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system