თავში

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს

იაპონიაში, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება. ბოლო მონაცემებით სტიქიას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი ტელევიზია NHK ავრცელებს.

სტიქიის ადგილებში სახანძრო ბრიგადები და პოლიციის განყოფილებები მუშაობენ. ამასთან, სამაშველო ოპერაციებში თავდაცვის ძალების თანამშრომლებიც არიან ჩართულები.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელიც  ქვეყნის დაზარალებულ რეგიონებში სტიქიის განვითარებას აკონტროლებს, მის საქმიანობას კი პირადად იაპონიის პრემიერი, შინზო აბე ხელმძღვანელობს.

მაშველები 12 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, იაპონიაში, კუმამოტოსა და კაგოსიმას პრეფექტურებში ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობაა. ხელისუფლება 200 000 ადამიანს თავშესაფრებში გადაყვანისკენ მოუწოდებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system