თავში

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა

იაპონიაში, ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია, რასაც 63 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.

წყალდიდობა და ღვარცოფი ერთ-ერთ ტურისტულ ადგილას, ნაგანოს დამაკავშირებელ მთავარ გზას მიუახლოვდა, რამაც მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია და სავალი გზა გადაკეტა. იქ დაახლოებით 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლები და ვიზიტორები საფრთხეში აღმოჩნდნენ, თუმცა მათი ევაკუაცია დროულად მოხდა.

წყალდიდობამ ასევე გაანადგურა ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც უკვე მზად იყო მომხმარებელთან გადასაზიდად.

იაპონია ძლიერი წვიმის რისკის ქვეშ  ზაფხულის დასაწყისშია, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან სველი და თბილი ჰაერი მიედინება ზემოთ და  ეს სეზონურ წვიმას იწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system