თავში

იაპონიაში უახლესი წყალქვეშა ნავის ექსპლუატაცია დაიწყო

იაპონიაში უახლესი წყალქვეშა ნავის ექსპლუატაცია დაიწყო
იაპონიაში უახლესი წყალქვეშა ნავის ექსპლუატაცია დაიწყო

იაპონიის ქალაქ კობეში, Mitsubishi Heavy Industries გემთსაშენში უახლესი დიზელ-ელექტრო წყალქვეშა ნავის, "Taigei-ის" წყალში ჩაშვების ცერემონია გაიმართა.

უახლესი წყალქვეშა ნავი ქვეყნის საზღვაო ფლოტს 2022 წლის მარტში გადაეცემა.

წყალქვეშა ნავის სიგრძე 84 მეტრია და 3 ათას ტონას იწონის.

ექსპერტების თქმით, ახალი წყალქვეშა ნავი იაპონურ Soryu კლასის წყალქვეშა ნავებს შეესაბამება, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

ასევე ცნობილია, რომ ახალ წყალქვეშა ნავს წყალში დიდხანს დარჩენა შეუძლია და სპეციალური დანადგარის საშუალებით ნაკლებად ამოსაცნობია.

ოფიციალური ინფორმაციით, წყალქვეშა ნავის მშენებლობაზე დაახლოებით 722 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის საზღვაო ძალებს გადაეცემა, იაპონიას 22 შეტევითი წყალქვეშა ნავი ეყოლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system