თავში

იაპონიაში უამინდობის გამო 100-ზე მეტი ფრენა გააუქმდა

​იაპონიაში უამინდობის გამო 100-ზე მეტი ფრენა გააუქმდა
იაპონიაში უამინდობის გამო 100-ზე მეტი ფრენა გააუქმდა

იაპონიაში ძლიერი თოვლის გამო, რომელიც ოთხშაბათს ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მთელ რიგ რაიონებს დაატყდა თავს, 124 შიდა ფრენა გაუქმდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, რკინიგზის ლიანდაგზე წარმოქმნილი თოვლის საფარის გამო 427 მატარებლის მოძრაობა შეჩერდა.

იაპონიის რიგ ჩრდილოეთ რეგიონებში გასული დღის განმავლობაში 70 სმ-მდე თოვლი მოვიდა, დაფიქსირდა ძლიერი ქარი 40 მეტრამდე წამში.

უამინდობა სავარაუდოდ 14 იანვრამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system