თავში

იაპონიაში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

​იაპონიაში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
იაპონიაში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა. კიდევ 11 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NHK ავრცელებს.

ქვეყნის მთავარმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ დაზარალებულ ტერიტორიაზე საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. მოსახლეობას ევაკუაციისკენ, ან მაღალ სართულებზე განთავსებისკენ მოუწოდებენ.

რამდენიმე მდინარის ადიდების შედეგად დასახლებული პუნქტები დაიტბორა. მაშველებს და სამხედროებს სახურავებზე ჩარჩენილი ადამიანები ვერტმფრენებით გამოჰყავთ.

სტიქიის ადგილას 10 ათასი სამხედრო გაგზავნეს. ათი ათასზე მეტი სახლი კავშირისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რაც კატასტროფის ზუსტი მასშტაბების დადგენის საშუალებას არ იძლევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system