თავში

იაპონიის ახალი იმპერატორის აღლუმი 10 ნოემბრისთვის გადაიდო

იაპონიის ახალი იმპერატორის აღლუმი 10 ნოემბრისთვის გადაიდო
იაპონიის ახალი იმპერატორის აღლუმი 10 ნოემბრისთვის გადაიდო

იაპონიის იმპერატორის ტახტზე ახალი მონარქის, ნარუჰიტოს აბრძანებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება 10 ნოემბრისთვის გადაიდო. გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ ტაიფუნ "ჰაგიბისი"ს შედეგად გამოწვეული ტრაგედიის გამო მიიღო.

გასულ კვირაში იაპონიას, ბოლო 60 წლის მანძილზე, ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. ჰაგიბისს 77 ადამიანი ემსხვერპლა და 346 დაშავდა. 10 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

იმპერატორი იაპონელი ერის ერთიანობის სიმბოლოდ ითვლება. იაპონიაში ახალი საიმპერატორო ერა მაისში დაიწყო, როდესაც ბოლო 200 წლის მანძილზე პირველად, იმპერატორი აკიჰიტო გადადგა და ქრიზანთემების ტახტი უფრო ვაჟს, 59 წლის ნარუჰიტოს დაუთმო. ახალი იმპერატორის მმართველობის პერიოდს „რეივა“ ერქმევა, რაც წესრიგსა და ჰარმონიას გულისხმობს.

ახალი მონარქის იმპერატორად გამოცხადება მრავალსაუკუნოვანი ცერემონიაა, რომელიც საზეიმო აღლუმის ფონზე იმართება. 126-ე იმპერატორის ტახტზე ასვლის ღონისძიებას 2500 საპატიო სტუმარი დაესწრება, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირები და მაღალი რანგის სტუმრები 200 სახელმწიფოდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system