თავში

იაპონიის ახალი პრემიერი გაერო-ს სხდომაზე პირველად წარსდგა

იაპონიის ახალი პრემიერი გაერო-ს სხდომაზე პირველად წარსდგა
იაპონიის ახალი პრემიერი გაერო-ს სხდომაზე პირველად წარსდგა

იაპონიის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ საერთაშორისო საზოგადოებას, ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, გლობალური სოლიდარობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Kyodo News იუწყება.

”კორონავირუსის ახალმა დაავადებამ უპრეცედენტო კრიზისამდე მიგვიყვანა, რამაც საერთაშორისო საზოგადოება გაყოფისა და იზოლაციის ტენდენციიდან დააბრუნა. გაერთიანებისაკენ მოგიწოდებთ, რათა კრიზისიდან თავის დაღწევა ერთად შევძლოთ”, - განაცხადა სუგამ.

სუგამ თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმას და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების დადების საკითხებს სამომავლოდ აუცილებლად განიხილავს.

მისივე თქმით, იაპონია კორონავირუსთან ბრძოლაში განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხებს გამოყოფს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system