თავში

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად აბრძანდა

​იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად აბრძანდა
იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად აბრძანდა

იაპონიის იმპერატორმა, ნარუჰიტომ ტახტზე აბრძანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

მისალოცი მიმართვის ტექსტი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ წაიკითხა და გამოსვლა დაასრულა ფრაზით, „ბანზაი“, რაც ნიშნავს „გაუმარჯოს იმპერატორს“.

ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ესპანეთის მეფე, ფილიპე და ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი. იმპერატორი უცხოელ სამეფო ოჯახებს ჩაიზე უმასპინძლებს, პრემიერ-მინისტრი კი ბანკეტს უხელმძღვანელებს.

59 წლის ნარუჰიტომ მოვალეობების შესრულება მიმდინარე წლის მაისში მამის, ყოფილი იმპერატორის, აკიჰიტოს გადადგომის შემდეგ დაიწყო, თუმცა ოფიციალური ტიტული რამდენიმე ტრადიციული რიტუალის შემდეგ მიიღო.

იმპერატორი იაპონელი ერის ერთიანობის სიმბოლოდ ითვლება. იაპონიაში ახალი საიმპერატორო ერა მაისში დაიწყო, როდესაც ბოლო 200 წლის მანძილზე პირველად, იმპერატორი აკიჰიტო გადადგა და ქრიზანთემების ტახტი უფრო ვაჟს, 59 წლის ნარუჰიტოს დაუთმო. ახალი იმპერატორის მმართველობის პერიოდს „რეივა“ ერქმევა, რაც წესრიგსა და ჰარმონიას გულისხმობს.

ახალი მონარქის იმპერატორად გამოცხადება მრავალსაუკუნოვანი ცერემონიაა, რომელიც საზეიმო აღლუმის ფონზე იმართება. 126-ე იმპერატორის ტახტზე ასვლის ღონისძიებას 2500 საპატიო სტუმარი დაესწრება, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირები და მაღალი რანგის სტუმრები 200 სახელმწიფოდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system