
წყნარ ოკეანეში, იაპონიის კუნძულ ოგასავარას ქედის მიდამოში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას NHK ავრცელებს.
ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა
მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოდამ სამხრეთით, დაახლოებით ათასი კილომეტრის მანძილზე, 77 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.