თავში

იაპონიის ოლიმპიადის ხელმძღვანელს სექსისზმის გამო გადააყენებენ

​იაპონიის ოლიმპიადის ხელმძღვანელს სექსისზმის გამო გადააყენებენ
იაპონიის ოლიმპიადის ხელმძღვანელს სექსისზმის გამო გადააყენებენ

იაპონიის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ იოშირო მორიმ, სექსისტური გამონათქვამების გამო, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. მორის განცხადებებს ქალებთან დაკავშირებით სპორტულ კომიტეტებსა და ფედერაციებში სკანდალი მოჰყვა.

მაღალჩინოსანმა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე გააცხადა, რომ სპორტულ ფედერაციებსა და კომიტეტებში ქალების რაოდენობის ზრდა გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მორის თქმით ყველა ქალი სხდომაზე სიტყვით გამოსვლას და რაღაცის თქმას სავალდებულოდ მიიჩნევს და ეს სხდომების დროს უსასრულოდ წელავს. მორის ამ განცხადებაზე უარყოფითი რეაქცია კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ მას ამ მოსაზრების გამოთქმისას არავინ შეწინააღმდეგებია.

მომხდარის გამო ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება და მუშაობას განაგრძობს, თუმცა თუ ორგანიზაციაში მის გადადგომას მოითხოვენ, ის თანამდებობას დატოვებს.

სკანდალი ბოდიშით არ დასრულებულა. ოლიმპიადის 500-მა მოხალისემ და ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნემ მორის თავმჯდომარეობით ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივნისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით იყო დაგეგმილი, თუმცა ის კორონაპანდემიის გამო გადაიდო. ახლა ოლიმპიადის ჩატარება 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იგეგმება. მას ისევ "ტოკიო 2020" ერქმევა. პარაოლიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ოლიმპიური თამაშები, შესაძლოა, მაყურებლის გარეშე გაიმართოს.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა პირველი გადადებული თამაშებია მშვიდობიანობის პერიოდში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system