თავში

იაპონიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ესტუმრება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ესტუმრება
იაპონიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ესტუმრება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს და შეთანხმდნენ, რომ იაპონიის მთავრობის მეთაური შეერთებულ შტატებს მალე ეწვევა. კონკრეტული თარიღები კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე დასახელდება. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სუგა მიესალმა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, შეერთებულ შტატების დაბრუნებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ბაიდენმა სუგა მიიწვია მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით კლიმატის სამიტზე, რომელიც 2021 წლის 22 აპრილს გაიმართება.

გარდა ამისა, ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ერთად იმუშავებენ პანდემიის დასრულების, გლობალური კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად, საერთო ღირებულებების, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარებისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system