თავში

იაპონიის პრემიერი: 2021 წელს ოლიმპიადა არ ჩატარდება, თუ პანდემია არ დამარცხდა

​იაპონიის პრემიერი: 2021 წელს ოლიმპიადა არ ჩატარდება, თუ პანდემია არ დ
იაპონიის პრემიერი: 2021 წელს ოლიმპიადა არ ჩატარდება, თუ პანდემია არ დამარცხდა

2021 წელს ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარება შეუძლებელი იქნება, თუ ახალი კორონავირუსის პანდემია დაძლეული არ იქნება, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა.

"ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის და ვაქცინის შექმნას", - განაცხადა პრემიერმა.

მანამდე გამოცემა Nikkan Sports News-თან მიცემულ ინტერვიუში 2020 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, იოშირო მორიმ განაცხადა, რომ 2021 წელს ტოკიოს თამაშები გაუქმდება, თუკი COVID-19-ის პანდემია დაძლეული არ იქნება.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო თამაშები 2021 წლის ივნისისთვის გადაიტანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system