თავში

იაპონიის პრემიერი აშშ-ში პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდება

​იაპონიის პრემიერი აშშ-ში პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდება
იაპონიის პრემიერი აშშ-ში პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა აშშ-ში ვიზიტსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას აპრილის დასაწყისში გეგმავს. ამის შესახებ განცხადება მინისტრთა კაბინეტის პრესმდივანმა კაცანობუ კატომ გააკეთა.

იაპონური მხარე იმედოვნებდა, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად დაიგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის ფაქტორის გათვალისწინებით ეს აქამდე ვერ განხორციელდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა პირველი საერთაშორისი ლიდერია, ვისაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურ რეზიდენციაში - თეთრ სახლში შეხვდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system