თავში

იაპონიის პრემიერი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ინიციატივით გამოდის

იაპონიის პრემიერი გაერო-ს
იაპონიის პრემიერი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ინიციატივით გამოდის

იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სტრუქტურული რეფორმა სჭირდება. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"გაერო, რომელიც უკვე საუკუნის 3/4-ს განმავლობაში არსებობს, უშიშროების საბჭოს სტრუქტურის რეფორმირებას საჭიროებს", - განაცხადა მან.

აბემ დასძინა, რომ იაპონია 2022 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და უშიშროების საბჭოს არამუდმივმოქმედი წევრის სტატუსის მოპოვება სურს. მისი თქმით, ტოკიო ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გაერო-მ დასახულ მიზნებს მიაღწიოს და იმედოვნებს, რომ სხვა სახელმწიფოები იაპონიას მხარს დაუჭერენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system