თავში

იაპონიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

​იაპონიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს
იაპონიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, რომელიც უარესდება. ბოლო პერიოდში მას ჰოსპიტალიზაცია ორჯერ დასჭირდა.

იაპონიის პრემიერს წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანისა და ლორწქვეშა გარსების ანთებითი ქრონიკული დაავდებაა) აქვს. ამ დაავადების გამო 2007 წელს ის გადადგა. შემდეგ აბეს მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2012 წელს ის პრემიერ-მინისტრად ისევ აირჩიეს.

მოსალოდნელია, რომ შინძო აბე გადადგომის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადებს, რომელიც მოგვიანებით გაიმართება.

შინძო აბე, რომელიც იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა, პრემიერის პოსტს მეორე ვადით 2012 წლიდან იკავებს. მანამდე მთავრობის ხელმძღვანელი ის 2006-2007 წლებში იყო. ის 65 წლისაა და ყველაზე ახალგაზრდა იაპონელი ლიდერი ქვეყნის ისტორიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system