თავში

იაპონიის პრემიერმა ჯანდაცვის სისტემის გამო ბოდიში მოიხადა

​იაპონიის პრემიერმა ჯანდაცვის სისტემის გამო ბოდიში მოიხადა
იაპონიის პრემიერმა ჯანდაცვის სისტემის გამო ბოდიში მოიხადა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ NHK World Japan News ავრცელებს.

ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ გადატვირთული საავადმყოფოების პირობებში ასობით ადამიანი სახლში გარდაიცვალა, სხვები კი გადაუდებელი ტრანსპორტირების დროს მოკვდნენ. მისი თქმით, არიან ინფიცირებულები, ვისაც საავადმყოფოში ვერ ათავსებენ.

"მთავრობის პასუხისმგებლობაა გააძლიეროს სისტემა ისე, რომ ადამიანი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე არასოდეს დაიღუპოს", - უპასუხა სუგამ.

მისი თქმით, ის იაზრებს, რომ საზოგადოება შეშფოთებულია იმით, შეძლებს თუ არა ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს სამედიცინო დახმარება და როგორც პასუხისმგებელი პირი, ძალიან ნანობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system