თავში

იაპონიის პრემიერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

იაპონიის პრემიერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს
იაპონიის პრემიერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

ვინ შეცვლის შინზო აბეს იაპონიის პრემიერის პოსტზე, ორ კვირაში გახდება ცნობილი. მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ახალი ლიდერის ასარჩევად კენჭისყრას 14 სექტემბერს ჩაატარებს. შესაბამისად იაპონიის მომდევნო პრემიერი, პარლამენტში ხმათა უმრავლესობით, პარტიის ახალი თავმჯდომარე გახდება. შინზო აბეს შემცვლელად პარტიაში 4 კანდიდატურა განიხილება.

იაპონიის პარლამენტი ახალ პრემიერს 17 სექტემბერს დაამტკიცებს.

პარტიის ახალი თავმჯდომარისა და მომავალი პრემიერობისთვის ბრძოლაში ყველაზე მაღალი შანსი თავდაცვის ყოფილ მინისტრს შიგერუ იშიბას აქვს. მას ამომრჩევლის 34% უჭერს მხარს. ქვეყანაში პოპულარობით მეორე ადგილზეა მომდევნო კანდიდატი, იაპონიის  მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი იოშიჰიდე სუგა, მას მოსახლეობის 28% უჭერს მხარს. მესამე ადგილზეა თავდაცვის მოქმედი მინისტრი ტარო კონო, რომლის რეიტინგი 15%-ით განისაზღვრება. მეოთხე კანდიდატია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კიშიდა.

ინზო აბე იაპონიის ყველაზე გრძელვადიანი პრემიერ-მინისტრი და ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია ქვეყნის ისტორიაში. პრემიერის პოსტი მეორე ვადით მან 2012 წელს დაიკავა. მანამდე კი მთავრობას 2006-2007 წლებში ხელმძღვანელობდა. აბემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობის დატოვების შესახებ 28 აგვისტოს განაცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system