თავში

იაპონიის საპატიო იმპერატორმა და მისმა მეუღლემ სასახლე დატოვეს

​იაპონიის საპატიო იმპერატორმა და მისმა მეუღლემ სასახლე დატოვეს
იაპონიის საპატიო იმპერატორმა და მისმა მეუღლემ სასახლე დატოვეს

იაპონიის საპატიო იმპერატორმა აკიჰიტომ და მისმა მეუღლემ მიტიკომ, 27 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ტოკიოს ცენტრში მდებარე იმპერატორის სასახლე დატოვეს. ისინი გარკვეულ დროს ოკეანის პირას, ტოტიგის პრეფექტურაში, საიმპერატორო ფერმაში გაატარებენ, შემდეგ კი ისევ ტოკიოში დაბრუნდებიან.

საპატიო იმპერატორი და მისი მეუღლე 31 მარტს ბინას დროებით რეზიდენციაში დაიდებენ, სადაც დაახლოებით წელიწადნახევარს გაატარებენ. ამ პერიოდში იმპერატორის სასახლეში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. რეზიდენცია ახალი იმპერატორის მისაღებად ემზადება. რემონტის დასრულების შემდეგ, სასახლეს იმპერატორი ნარუჰიტო დაიკავებს, რომელიც ამ მომენტში აკასაკას სასახლეში ცხოვრობს. ნარუჰიტოს საიმპერატორო სასახლეში გადასვლის შემდეგ, აკასაკას სასახლეში საცხოვრებლად მისი მშობლები გადავლენ.

იაპონიის ახალი იმპერატორი, 59 წლის ნარუჰიტო, საიმპერატორო ტახტზე გასული წლის 1 მაისს ავიდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი აკიჰიტო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმპერატორობიდან საკუთარი ნებით გადადგა. ნარუჰიტოს ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართა. მასში სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები და საპატიო სტუმრები, მთელი მსოფლიოდან მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system