თავში

იაპონიის წყალქვეშა გემი კომერციულ გემს შეეჯახა

​იაპონიის წყალქვეშა გემი კომერციულ გემს შეეჯახა
იაპონიის წყალქვეშა გემი კომერციულ გემს შეეჯახა

იაპონიის წყალქვეშა გემი ზედაპირზე ამოსვლისას კომერციულ გემს შეეჯახა. შემთხვევა წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, ქვეყნის მთავარ კუნძულ სიკოკუსთან ახლოს მოხდა.

წყალქვეშა გემი Soryu თავდაცვის საზღვაო ძალებს ეკუთვნოდა. სანაპირო დაცვის მიერ გადაღებული სურათებზე ჩანს, რომ დაზიანდა წყალქვეშა ხომალდის გარკვეული ნაწილი. მსუბუქად დაშავდა ეკიპაჟის 3 წევრი. თავდაცვის სამინისტროს გაცხადებით, დაზიანდა აპარატურაც, თუმცა მუშაობას მაინც განაგრძობდა.

Soryu თავდაცვაში 2009 წლიდან გამოიყენება და ის ერთდროულად დიზელისა და ელექტროძრავის მქონე პირველი იაპონური წყალქვეშა ხომალდია. მისი მოცულობა 3000 ტონას შეადგენს. ეკიპაჟი 65 კაცისგან შედგება.
თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით. მისი თმით წყალქვეშ გემმა კომერციული გემის კორპუსი გაჩხაპნა.
სავაჭრო გემი Ocean Artemis ჰონგ-კონგშია დარეგისტრირებული. სანაპირო დაცვის განცხადებით, მათ დაზიანების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

მსგავსი შემთხვევა იაპონიის წყლებში 20 წლის წინაც მოხდა, როდესაც ამერიკული ატომური წყალქვეშა გემი, შემთხვევით, იაპონურ თევზმჭერ გემს შეეჯახა. გემი, რომელზეც სკოლის მოსწავლეების და მასწავლებელები იმყოფებოდნენ, რამდენიმე წუთში ჩაიძირა. მაშველებმა 26 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 9 ადამიანი , მათ შორის 4 მოსწავლე, დაიღუპა. გემის კაპიტანი სამხედრო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ის სამსახურიდან გადადგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system