თავში

იაპონიის ზოოპარკიდან პანდა ჩინეთში დასაჩუქრებული ბრუნდება

იაპონიის ზოოპარკიდან პანდა ჩინეთში დასაჩუქრებული ბრუნდება
იაპონიის ზოოპარკიდან პანდა ჩინეთში დასაჩუქრებული ბრუნდება

იაპონიაში, კობეს ზოოპარკში, 20 წლის წინ ჩასული პანდა ჩინეთში დასაჩუქრებული ბრუნდება. პანდა ტან ტანი, იაპონიაში იჯარით ჩაიყვანეს, რათა ბავშვები გაეხალისებინა, რომლებიც იაპონიის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი უდიდეს მიძისწვრის შედეგად დაზარალდნენ.

ზოოპარკის დირექტორს ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა პანდასთვის საჩუქარები გადასცეს. ეს არის ბამბუკის 19 ტოტი და 1200 პანდას ფორმის ზოლიანი ქაღალდი, რომელიც მადლობის წერილებს შეიცავს. 

კობეს ზოოპარკის დირექტორის თქმით, ტან ტანს საჩუქრები მოეწონება, ხალხს კი მოუწოდა, მასთან გამოსამშვიდობებლად ზოოპარკში მივიდნენ.

ამჟამად ზოოპარკში ვიზიტორთა რაოდენობა შეზღუდულია, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არის განპირობებული. პანდას ნახვის მსურველებმა ბილეთები ზოოპარკის ვებ-გვერდის საშუალებით, ან ფოსტით უნდა დაჯავშნონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system