თავში

იაპონური ანიმე ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა

იაპონური ანიმე ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
იაპონური ანიმე ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა

ახალმა სრულმეტრაჟიანმა იაპონურმა ანიმემ "დემონების მკვეთი ხმალი: უსასრულო მატარებელი" ოსკარის მფლობელი ანიმაციური ფილმი "Spirited Away" დაამარცხა და ქვეყნის ყველაზე დიდ შემოსავლიანი ფილმი გახდა. ამის შესახებ Independet წერს. 

გაქირავების დღიდან ანიმეს შემოსავალმა 313,9 მილიონ დოლარს მიაღწია. ასევე იაპონური ანიმე გახდა პირველი ფილმი, რომელმაც 10 დღის განმავლობაში 96 მილიონი გამოიმუშავა და ქვეყნის მეორე საუკეთესო შემოსავლიან ფილმად დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას კორონავირუსით ინფიცირების შედარებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა და ხანმოკლე დახურვის შემდეგ კინოთეატრები თავიდან გახსნა, ფილმის წარმატება მიმდინარე პანდემიის ფონზე შეუდარებელი ამბავია.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭზე და მის დაზე. მას შემდეგ რაც მათ აღმოაჩინეს, რომ მათ ოჯახს დემონები კლავენ, ისინი იწყებენ დემონთან ბრძოლას და ნეზუკოს წყევლისგან გადარჩენას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system