თავში

Iced Earth-ის ლიდერი კაპიტოლიუმის შტურმისთვის დააკავეს

​Iced Earth-ის ლიდერი კაპიტოლიუმის შტურმისთვის დააკავეს
Iced Earth-ის ლიდერი კაპიტოლიუმის შტურმისთვის დააკავეს

ამერიკელი გიტარისტი, მუსიკალური ჯგუფის Iced Earth ლიდერი ჯონ შაფერი 6 იანვარს კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე არეულობებისთვის დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინდოანაპოლისში გამოძიების ფედერალური ბიუროს ქვედანაყოფი ავრცელებს.

”ჯონ შაფერი კაპიტოლიუმში 6 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით დააპატიმრეს. შაფერს ექვსი ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის კაპიტოლიუმის შენობაში ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის ჩათვლით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი იმ მომიტინგეებს შორის იყო, ვინც პოლიციელების წინააღმდეგ "დათვის საწინააღმდეგო სპრეი" გამოიყენა.

ასევე ცნობილია, რომ მუსიკოსი არეულობების დროს გადაღებულ სურათზე დაფიქსირდა.

17 იანვარს ცნობილი გახდა, რომ არეულობის დღეს კაპიტოლიუმის შენობაში სულ მცირე 300 ადამიანი შეიჭრა. დათვლა ასობით ვიდეოსა და ფოტოსურათზე სახის ამომცნობი ალგორითმის გამოყენებით განხორციელდა.

შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა ჩაშალეს სხდომა და დაარბიეს კაპიტოლიუმის შენობა. დაპირისპირებას 5 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system