თავში

იდუმალი მონოლითი ესპანეთის სანაპიროზე გამოჩნდა

​იდუმალი მონოლითი ესპანეთის სანაპიროზე გამოჩნდა
იდუმალი მონოლითი ესპანეთის სანაპიროზე გამოჩნდა

ესპანეთში, კოსტა-ბრავას სანაპიროზე დღეს იდუმალი მონოლითი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Explica.co ავრცელებს.

ვერცხლისფერი ობიექტის სიმაღლე 2 მეტრამდეა. ჯერჯერობით უცნობია, საიდან გაჩნდა ის სანაპიროზე.

თვითმხილველთა თქმით, მონოლითი ჰგავს იმას, რომელიც აშშ-ში გასული წლის ნოემბერში იპოვეს.

2020 წლის ნოემბერში პირველი მსგავსი მონოლითი აშშ-ის შტატ იუტას უდაბნოში იპოვეს. მოგვიანებით ასეთივე ობიექტები დიდ ბრიტანეთში, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში აღმოჩნდა.

იდუმალმა მონოლითმა, რომელიც პირველად ნოემბერში აშშ-ში იუტას შტატში, შემდეგ რუმინეთში, მერე კი ისევ აშშ-ში - კალიფორნიაში გამოჩნდა, უამრავი სპეკულაცია გამოიწვია. ისიც კი ითქვა, რომ უცხოპლანეტელების ნახელავი იყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მისტიკური სვეტის ავტორი ამერიკული არტ ჯგუფი The Most Famous Artis-ია. ამის შესახებ მათ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განაცხადეს. უფრო მეტიც, არტისტები მსურველებს 45 000 დოლარად მსგავსი სვეტის დამზადებას სთავაზობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system