თავში

იდუმალი მონოლითი ინგლისის კუნძულზე გამოჩნდა

​იდუმალი მონოლითი ინგლისის კუნძულზე გამოჩნდა
იდუმალი მონოლითი ინგლისის კუნძულზე გამოჩნდა

მონოლითი, რომლის საიდუმლო თითქოს ამოხსნილია, იდუმალ მოგზაურობას ისევ განაგრძობს. დღეს დილით მეოთხე მონოლითი ინგლისის კუნძულ უაითზე გამოჩნდა. ადგილობრივმა მკვიდრმა ის ძაღლით სეირნობისას შენიშნა.

ლითონის სვეტი წინა სამი მონოლითის იდენტურია - იმავე სიმაღლისა და კონსტრუქციის.

იდუმალმა მონოლითმა, რომელიც პირველად ნოემბერში აშშ-ში იუტას შტატში, შემდეგ რუმინეთში, მერე კი ისევ აშშ-ში - კალიფორნიაში გამოჩნდა, უამრავი სპეკულაცია გამოიწვია. ისიც კი ითქვა, რომ უცხოპლანეტელების ნახელავი იყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მისტიური სვეტის ავტორი ამერიკული არტ ჯგუფი The Most Famous Artis-ია. ამის შესახებ მათ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განაცხადეს. უფრო მეტიც, არტისტები მსურველებს 45 000 დოლარად მსგავსი სვეტის დამზადებას სთავაზობენ.

არტ ჯგუფის დამფუძნებლის მეთი მოს განცხადებით, მათი მიზანი გლობალური მოძრაობის წამოწყება იყო, თუმცა ახლა უკვე მონოლითი მათ კონტროლქვეშ აღარ იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისის კუნძულზე გაჩენილი მეოთხე მონოლითის უკან ისინი არ დგანან.

"მისია შესრულებულია", - აცხადებს ხელოვანი, მაგრამ ვინ დაამონტაჟა ახლა უკვე უაითის კუნძულზე მონოლითი, ისევ უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system