თავში

იდუმალი მონოლითი რუმინეთში გაქრობის შემდეგ კალიფორნიაში გაჩნდა - VIDEO

​იდუმალი მონოლითი რუმინეთში გაქრობის შემდეგ კალიფორნიაში გაჩნდა
იდუმალი მონოლითი რუმინეთში გაქრობის შემდეგ კალიფორნიაში გაჩნდა - VIDEO

მეტალის მონოლითი, რომელიც მოულოდნელად ერთ ადგილას ჩნდება, შემდეგ ქრება და ახალ ადგილას ჩნდება, რუმინეთში გაქრობის შემდეგ ახლა უკვე კალიფორნიაში, ქალაქ ატასკადეროსთან ახლოს, ფაინის მთაზე გამოჩნდა. ის ადგილობრივმა მკვიდრმა ჰერი ლაისონმა აღმოაჩინა. ლაისონის თქმით, იგი იმ ადგილებში დარბის ხოლმე. დღეს დილით მან მოულოდნელად შენიშნა, რომ მთაზე იდუმალი მონოლითი იყო აღმართული.

ლითონის სამი ბრტყელი ფირფიტისგან შემდგარი მონოლითი, რომელსაც პრიზმის ფორმა აქვს, დაახლოებით 3-4 მეტრის სიმაღლისაა. პირველად ის აშშ-ში, იუტას უდაბნოში ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა. უჩვეულო ობიექტი ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შენიშნეს. რამდენიმე დღეში მეტალის ობიექტი გაქრა და შემდეგ ის რუმინეთში გამოჩნდა.

ბევრი ვერსია და თეორია გამოითქვა მონოლითის წარმოშობასა და მოგზაურობასთან დაკავშირებით. იყო ვარაუდი, რომ ის არამიწიერი ცივილიზაციის ნაწილია, თუმცა ეს ვერსია მალევე უარყვეს და ითქვა, რომ მონოლითი ხელით არის დამზადებული.

იყო მოსაზრება, რომ ეს იდუმალი კონცეპტუალისტი ხელოვანის ნამუშევარია, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

გამოცემა Vice-მა, ინფორმაცია და ვიდეო გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ იუტას უდაბნოდან მონოლითი ახალგაზრდა ენთუზიასტების ჯგუფმა აიღო. მათი მიზანი უდაბნოსა და მისი სტრუქტურის მონოლითის სანახავად მისული უამრავი ადამიანისგან დაცვა იყო.

მიუხედავად ამ ინფორმაციისა, მთავარი საიდუმლო მაინც ამოუხსნელი რჩება. ვინ და რატომ დგამს და აქრობს მონოლითებს, არის თუ არა ისინი ერთი და იგივე და სად უნდა ველოდოთ მომავალში მის გამოჩენას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system