თავში

იემენის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა

იემენის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა
იემენის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა

იემენის სამხედრო ბაზაზე მასშტაბურ თავდასხმას მინიმუმ 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა და 60  დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ კონტროლირებულ ალ-ანადის სამხედრო ბაზაზე, სადაც საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, შიიტმა "ჰუსიტებმა" უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში.

ბალისტიკური რაკეტები "ჰუსიტებმა" ტაიზიდან გაუშვეს. საუდის არაბეთის მხარდაჭერილი იემენის მთავრობა და ამბოხებული "ჰუსიტები" ერთმანეთს 2015 წლიდან ებრძვიან. ამბოხებულები დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system