თავში

იემენში ბავშვთა შიმშილიანობა უკიდურეს ზღვარს აღწევს

იემენში ბავშვთა შიმშილიანობა უკიდურეს ზღვარს აღწევს
იემენში ბავშვთა შიმშილიანობა უკიდურეს ზღვარს აღწევს

გაერო-ს მონაცემებით, იემენში არასრულფასოვანი კვების გამო უამრავი ბავშვი სიკვდილის ზღვარზეა. ამის შესახებ TODAY წერს.

იემენში კვების პრობლემა 2020 წელს გაუარესდა, რადგან მას თან დაერთო კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, ეკონომიკური ვარდნა, წყალდიდობა, კონფლიქტები, რამაც უფრო გაამწვავა შიმშილობა.

"ივლისიდან ვაფრთხილებდით, რომ იემენი სასურსათო უსაფრთხოების კატასტროფული კრიზის ზღვარზეა. თუ ომი ახლა არ დასრულდება, ჩვენ შეუქცევად ვითარებას ვუახლოვდებით და იემენის მცირეწლოვანი ბავშვების მთელ თაობას დავკარგავთ", - განაცხადა იემენში გაერო-ს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა.

გაერო-ს ანალიზის თანახმად, იემენის სამხრეთ ნაწილში კვების მასშტაბური უკმარისობის შემთხვევები ხუთ წლამდე ბავშვებში 2020 წელს დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და მათი რაოდენობა ნახევარ მილიონზე მეტია. ასევე, შიმშილობის ზღვარზე არიან ორსული ქალები და მეძუძური დედები.

გაერო-ს განცხადებით, იემენში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისია, მოსახლეობის 80% ჰუმანიტარულ დახმარებით ცოცხლობს.

იემენის ჰუმანიტარული დახმარებისთვის გაერო-მ ოქტომბრის შუა რიცხვებში გათვალისწინებული 3,2 მილიარდი დოლარიდან მხოლოდ 1,43 მილიარდი დოლარი მიიღო.

ორგანიზაციის თქმით, მას სასწრაფოდ კვების პროგრამების გასაზრდელად და მცირეწლოვანი ბავშვების სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად 50 მილიონი დოლარი სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system