თავში

იემენში, ორ დღეში შეტაკებების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა

​იემენში, ორ დღეში შეტაკებების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა
იემენში, ორ დღეში შეტაკებების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა

იემენში ლოიალისტებისა და ჰუსიტებს შორის საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით AFP ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რომ პროსამთავრობო ქალაქ მარიბის ჩრდილოეთით ჰუსიტების თავდასხმები მოიგერიეს. გარდაცვლილთა შორის 63 ჰუსიტი და 27 ლოიალისტია.

AFP წერს, რომ მარიბი იემენის ჩრდილოეთით მთავრობის უკანასკნელი დასაყრდენია. ეს რეგიონი გაზითაა მდიდარი.

უკვე მეშვიდე წელია მსოფლიოში ყველაზე ღარიბ არაბულ ქვეყანაში – იემენში, მიმდინარეობს სისხლიანი სამოქალაქო ომი აჯანყებულ ჰუსიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის. 2014 წლის სექტემბერში, ჰუსიტებმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს იემენის დედაქალაქი – სანაა და განაგრძეს წინსვლა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ადენის მიმართულებით. ამის საპასუხოდ, არაბულმა სახელმწიფოებმა, საუდის არაბეთის მეთაურობით, წამოიწყეს სამხედრო კამპანია, რათა დაემარცხებინათ ჰუსიტები და აღედგინათ იემენის მთავრობა. კონფლიქტი დღემდე მიმდინარეობს. ის რეგიონში ძირითადად განიხილება, როგორც მარიონეტული ომი საუდის არაბეთსა და ირანს შორის.

იემენის ჰუმანიტარული კრიზისი მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კრიზისად რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system