თავში

იემენში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

იემენში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა
იემენში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

იემენში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ძლიერმა წვიმამ, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. 33 000 ადამიანი, რომლებიც იძულებით ცხოვრობდნენ ბანაკებში, წყალდიდობის გამო პირადი ნივთები და კარვები დაკარგეს. ასევე წყალდიდობამ ელექტროგადამცემი ხაზები და მოსავალი გაანადგურა.

წყალდიდობამ ასევე ისტორიულ ქალაქ შიბამის 90-ზე მეტ სახლი დააზარალა, რომელიც მთლიანად ტალახშია ჩაფლული. მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისთვის მიმართავს.

მოსახლეობის თქმით, ქვეყანაში წვიმების სეზონი მაისიდან სექტემბრის ჩათვლით არის, მაგრამ მსგავსი სიძლიერის წვიმა დიდი ხანია არ უნახავთ,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system