თავში

იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს

​იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს
იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს

ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა, - ასე ეხმაურება NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩინეთის პარლამენტის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებული უსაფრთხოების კანონის დამტკიცებას გამოეხმაურა.

ალიანსის გენერალური მდივანი თვლის, რომ ამ კანონის მიღებით ჩინეთი ჰონგ კონგის ავტონომიას ძირს უთხრის.

„აშკარაა, რომ ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ამას ჩვენ ჰონგ-კონგში ვხედავთ, სადაც უსაფრთხოების ახალი კანონი ავტონომიისთვის ძირის გამოთხრა იქნება“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონი დღეს დაამტკიცა. სამართლებრივი აქტი ძალაში 1 ივლისს - ბრიტანეთის ყოფილი ანკლავის ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ დაბრუნების 23-ე წლისთავზე შევა. დოკუმენტის ტექსტი არ გახმაურებულა.

ახალი კანონი უმკაცრეს ზომებს ითვალისწინებს ჰონგ-კონგში სეპარატიზმის, ტერორიზმის, სახელმწიფო ძალაუფლების შელახვისა და უცხოეთის ანტიჩინურ ძალებთან ერთად შეთქმულების მოწყობის შეთხვევაში. წინასწარი მონაცემებით, მსგავსი ბრალდებები სასჯელის მაქსიმალურ ზომას, უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ სამართლებრივი აქტის წყალობით, ჩინეთის ხელისუფლებებს ჰონგ-კონგში ნებისმიერი ანტისახელისუფლებო მოძრაობისა და პროტესტის დათრგუნვას შეძლებს. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პეკინის ახალი კანონი ჰონგ-კონგის თავისუფლებას შეზღუდავს.

ჰონგ-კონგში ვითარებას სპეციალური ძალოვანი სტრუქტურა გააკონტროლებს, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას დაექვემდებარება.

29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვაშინგტონი ჰონგ-კონგის პრივილეგირებული სტატუსის ჩამორთმევის პროცესს დაიწყებს, რადგან ის უკვე ჩინეთის ცალკეული კომპონენტი აღარ იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system