თავში

იენს სტოლტენბერგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

იენს სტოლტენბერგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
იენს სტოლტენბერგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მთიანი ყარბაღის კონფლიქტის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია.

"ჩვენ მთიან ყარაბაღში და მის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო უკიდურესად შეშფოთებულები ვართ. ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ, როდესაც საომარი მოქმედებების ესკალაციას, მეტ საბრძოლო მოქმედებასა და ძალადობას ვხედავთ. ჩვენ ყველა ვიღებთ ცნობებს მსხვერპლის გაზრდილი რაოდენობის შესახებ, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობას შორის...

რა თქმა უნდა, ყველა საბრძოლო მოქმედება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისთვის სარისკოა. ამიტომ, როდესაც თქვენ მეკითხებით, კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ, ეს არის ძალადობრივ კონფლიქტთან დაკავშირებული ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავცეთ ძალიან მკაფიო გზავნილი ყველა ჩართულ მხარეს, რათა მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მშვიდობიან დარეგულირებისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას, რადგან მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო სიტუაციის დარეგულირების სამხედრო გზა არ არსებობს", – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system