
იერუსალიმის არაბულ უბანში დაუდგენელმა პირებმა 160 ავტომობილი დააზიანეს და შენობების კედლებზე ექსტრემისტული შინაარსის წარწერები დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის პოლიცია ავრცელებს.
"პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მსგავს ინციდენტებს, როგოც წესი, ულრამემარჯვენე ებრაული წრეები აწყობენ.