თავში

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი 24 მაისს გაიხსნება

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი 24 მაისს გაიხსნება
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი 24 მაისს გაიხსნება

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ორთვიანი კარანტინის შემდეგ, 24 მაისს კვლავ გაიხსნება. 

თუმცა, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტაძარში შესვლა ერთდროულად მხოლოდ 50 ადამიანისთვის იქნება ნებადართული.

ამასთანავე, მომლოცვლებს პირბადის გაკეთება და ერთმანეთისგან ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.

მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები სალოცავად მისულ პირებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სალოცავებზე, მათ შორის ხატებსა და წმინდა ქვებზე შეხებისგან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system