თავში

იერუსალიმში ნაციონალურ დღესთან დაკავშირებით ვითარება იძაბება - VIDEO

იერუსალიმში ნაციონალურ დღესთან დაკავშირებით ვითარება იძაბება
იერუსალიმში ნაციონალურ დღესთან დაკავშირებით ვითარება იძაბება - VIDEO

იერუსალიმში დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მესამე დღეა გრძელდება. ღამით და გამთენიისას მორიგი შეტაკებების შემდეგ ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სამართალდამცავებმა იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით დღეს დილით ებრაელებს ძველი ქალაქის გარკვეულ ადგილებში შესვლის უფლება არ მისცეს. ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა ებრაელი ნაციონალისტების მსვლელობა ქალაქის მაშტაბით.

იერუსალიმში მიმდინარე შეტაკებები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. შეშფოთება უკვე გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალოვანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა. საკითხზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს. ინფორმაციას Reuters  ავრცელებს.

მიუხედევად იმისა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების საკითხის გადაწყვეტა სასამართლომ გარკვეული დროით გადადო, ქალაქში შეტაკებები მესამე ღამეა არ წყდება. პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის მორიგი დაპირისპირებისას ათობით ადამიანი დაშავდა. ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე მყოფი მლოცველები პოლიციას ქვებს ესროდნენ. სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ვიდეო მასალას Guardian  და BBC ავრცელებს.

იერუსალიმში არეულობა ისრაელის ხელისუფლების გეგმას უკავშირდება, რომელიც 70-ზე მეტი პალესტინელი ოჯახის გასახლებას აპირებს. ამ გადაწყვეტილებას პალესტინელი აქტივისტები აპროტესტებენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რადიკალებს, ქალაქში სიმშვიდის დარღვევის უფლებას არ მისცემს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system