თავში

იერუსალიმში საბაგირო გზების მშენებლობის სადავო პროექტი დაამტკიცეს

იერუსალიმში საბაგირო გზების მშენებლობის სადავო პროექტი დაამტკიცეს
იერუსალიმში საბაგირო გზების მშენებლობის სადავო პროექტი დაამტკიცეს

ისრაელის მთავრობამ იერუსალიმის ძველ ნაწილში საბაგირო გზების მშენებლობის პროექტი დაამტკიცა. ამ თემის განხილვა 2016 წელს დაიწყო. მისი საშუალებით ქალაქის წმინდა ადგილები ერთმანეთს დაუკავშირდება და თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საკითხსაც, რომ ძველი იერუსალიმის ქუჩები ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთულად გადასაადგილებელი საშუალებაა, ამ გზით ტურისტებს და მომლოცველებს საქმე ბევრად გაუადვილდებათ.



ისრაელის ფინანსთა მინისტრმა მოშე კალონმა საკუთარ "ტვიტერის" განაცხადა, რომ "საკაბელო მანქანა" ძველ ქალაქში საათში 3 000 ადამიანს ჩაიყვანს.



იერუსალიმში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის სტატუსის გამო ხშირად საკამათო საკითხი არის. მიმდინარე გეგმებში ჩანს ისიც, რომ სამუშაოები კვეთს იერუსალიმის აღმოსავლეთ მხარესაც, რომელსაც პალესტინელები და საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა სადავო ტერიტორიად თვლიან.

მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტის ბიუჯეტი 62 მილიონი ა.შ.შ დოლარს შეადგენს.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system