თავში

იესო ქრისტეს როლის შემსრულებელი მსახიობი გარდაიცვალა

​იესო ქრისტეს როლის შემსრულებელი მსახიობი გარდაიცვალა
იესო ქრისტეს როლის შემსრულებელი მსახიობი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯეფ ფენჰოლტი, რომელიც მიუზიკლ "იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავში" მაცხოვრის როლს ასრულებდა, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ფენჰოლტის შვილის, ტრისტანი თქმით, ბოლო დროს მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.

ჯეფრი კრეიგ ფენჰოლტი 1951 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. ადრეული ასაკიდან მუსიკით იყო დაკავებული.

1971 წელს მან მიუზიკლ "იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავში" მთავარი როლი მიიღო და ფილმის პრემიერის შემდეგ სუპერპოპულარული გახდა. თეატრალურ დასთან ერთად, რომელიც სურათში მონაწილეობდა, მან გასტროლებით უამრავი ქვეყანა მოიარა.

ბოლო წლები ფენჰოლტმა კალიფორნიაში გაატარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system