თავში

ილჰამ ალიევი: ახლა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს

​ილჰამ ალიევი: ახლა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს
ილჰამ ალიევი: ახლა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს

ჩვენი გამარჯვება ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენ ბრძოლის ველზე მტრისგან რამდენიმე რაიონი გავათავისუფლეთ, სამი რაიონი დავიბრუნეთ, მტერი ვაიძულეთ და ამით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოვაგვარეთ, - ამის შესახებ მოსახლეობისადმი მიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

"ახლა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს. თუ ვინმეს თვლის, რომ ეს კონფლიქტი ჯერ კიდევ გრძელდება, ის ცდება. მთიან ყარაბაღში დღეს მცხოვრები ხალხი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ისინი დაინახავენ, რომ მათი ცხოვრება ერთიანი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ფარგლებში კარგი იქნება. ისინი გათავისუფლდებიან ამ სიღარიბისგან", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system