თავში

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის პოზიცია ყოველთვის ძალიან კონსტრუქციული იყო

​ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის პოზიცია ყოველთვის ძალიან კონსტრუქციული იყო
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის პოზიცია ყოველთვის ძალიან კონსტრუქციული იყო

აზერბაიჯანის პოზიცია ყოველთვის ძალიან კონსტრუქციული იყო და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დიახ, გამოვდივართ იმ ცნებიდან, რომ ადამიანებს შორის კონტაქტები უნდა იყოს და ლაჩინის დერეფანი საბაზისო პრინციპების ნაწილია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ТАСС-თან“ ინტერვიუში განაცხადა.

ალიევმა უპასუხა კითხვას, თანახმაა თუ არა აზერბაიჯანი დაიწყოს დარეგულირება აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის ეტაპობრივ გადაცემით, მაგრამ ლაჩინის დერეფნის სომხეთისთვის დათმობით, სანამ ყარაბაღის სტატუსი საბოლოოდ არ იქნება განსაზღვრული.

"ამავდროულად, საბაზისო პრინციპებში ასევე წერია, რომ იხსნება ყველა კომუნიკაცია და არა მხოლოდ ლაჩინის დერეფანი, არამედ კომუნიკაციები აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის, სომხურ მხარეს კი ამ დერეფნის უსაფრთხოების გარანტიები უნდა წარმოედგინა. იხსნება კომუნიკაციები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე. ასევე ნავარაუდევი იყო, რომ სომხეთს შეუფერხებელი სახმელეთო წვდომა ექნებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რასაც ახლაც არ არის მოკლებული, მაგრამ აზერბაიჯანის გავლით ამის გაკეთება ბევრად უფრო მოსახერხებელია და ეს ამინდის პირობებზე, მთაში თოვლზე და ა.შ. დამოკიდებული არ არის.

ანუ ეს ყველაფერი კომპრომისული პაკეტის ნაწილია, რომელიც გულისხმობდა აზერბაიჯანის ტერიტორიების დეოკუპაციას, აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნებას ყველა იმ მიწაზე, საიდანაც ისინი გააძევეს, არა მხოლოდ 7 რაიონში, არამედ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, კონფლიქტის დაწყებამდე იქ მცხოვრები მთელი მოსახლეობის 25 პროცენტი აზერბაიჯანელები იყვნენ და რა თქმა უნდა შეუფერხებელი წვდომა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ლაჩინის დერეფნის გავლით. ჩვენ ამ პოზიციას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system