თავში

ილჰამ ალიევი: ჩვენ სტრატეგიულ სიმაღლეებს ვაკონტროლებთ

​ილჰამ ალიევი: ჩვენ სტრატეგიულ სიმაღლეებს ვაკონტროლებთ
ილჰამ ალიევი: ჩვენ სტრატეგიულ სიმაღლეებს ვაკონტროლებთ

ჩვენი მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამიტომ, ბრძოლის ველზე მთავარი მიზანი სტრატეგიული სიმაღლეების ოკუპაციისგან გათავისუფლება და დიდ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებაა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეარხ NTV- სთან ინტერვიუში განაცხადა.

'”ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით სტრატეგიული სიმაღლეები უკვე ჩვენი კონტროლის ქვეშაა. ჩვენი წარმატებული ოპერაციები გრძელდება. დღემდე - რა თქმა უნდა, რიცხვი ყოველდღე იცვლება - დაახლოებით 40 და შესაძლოა, 40-ზე მეტი დასახლებული პუნქტი - ქალაქები და სოფლები გათავისუფლებულია ოკუპანტებისგან”, - აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით ოკუპანტებისგან ფიზულის რაიონის რამდენიმე სოფელია გათავისუფლებული.

"დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ფიზულის რაიონიდან ძალიან კარგი ამბები მოვა”, - განაცხადა ალიევმა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ნებაყოფლობით დატოვოს დარჩენილი ტერიტორიები.

"ისე, რომ სისხლი არ დაიღვაროს და ამის შემდეგ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს”, - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system