თავში

ილჰამ ალიევი: ჩვენი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და მასთან ახლოს ვართ

​ილჰამ ალიევი: ჩვენი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის
ილჰამ ალიევი: ჩვენი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და მასთან ახლოს ვართ

ჩვენი ამოცანა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ჩვენ მასთან ახლოს ვართ. ამას თითქმის 30 წლის განმავლობაში ველოდებოდით. როგორც ცნობილია, მთელი ამ ხნის განმავლობაში აზერბაიჯანი სერიოზულად იყო მოლაპარაკებების პროცესის ერთგული, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იტალიურ გაზეთ La Republica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"სამწუხაროდ, მოლაპარაკებების პროცესმა არსებითი შედეგები ვერ მოიტანა. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სომხეთის ხელმძღვანელობა მუდმივად ახდენდა ჩვენს პროვოცირებას თავისი განცხადებებით და ქმედებებით, მათ შორის სამხედრო პროვოკაციებს მიმართავდა. ბოლო პროვოკაცია 27 სექტემბერს იყო ჩადენილი. ჩვენ პასუხი უნდა გაგვეცა და ჩვენი პასუხი სომხეთისთვის ხელშესახები გახდა. ჩვენ გვინდოდა, ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვეგვარებინა, მაგრამ ამავე დროს მზად ვიყავით სამხედრო გადაწყვეტისთვის, რაც ახლა ხდება კიდეც”, - განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, ახლა ამ ტერიტორიაზე, შესაძლოა, მეტი სომეხი ცხოვრობდეს, რადგან ყველა აზერბაიჯანელი გააძევეს.

"მათ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განახორციელეს. ეს არის სტატისტიკა და არა ჩვენი, არამედ საბჭოთა პერიოდის სტატისტიკა. რამდენი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა 1970-იანი წლების ბოლოს მთიან ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში? მოსახლეობის თითქმის 25 პროცენტი აზერბაიჯანელი იყო, 40 ათასი ადამიანი. შუშაში აზერბაიჯანელთა 98 პროცენტი ცხოვრობდა", - აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ყველა, ვინც ვინც მთიან ყარაბაღში ცხოვრობს, იქ მშვიდად და ღირსეულად იცხოვრებს.

"სომხები ჩვენი მოქალაქეები არიან. აზერბაიჯანის სხვადასხვა მხარეში, ძირითადად ბაქოში, ათასობით სომეხი ცხოვრობს. ვარწმუნებ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებს, რომ მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ისინი უკეთესად იცხოვრებენ, ვიდრე დღეს მთიან ყარაბაღში ხუნტის რეჟიმის ზეწოლის ქვეშ”, - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system