თავში

ილჰამ ალიევი: ჩვენი მხრიდან არც ერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩათრეული არ არის

​ილჰამ ალიევი: ჩვენი მხრიდან არც ერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩათრეული არ ა
ილჰამ ალიევი: ჩვენი მხრიდან არც ერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩათრეული არ არის

ჩვენი მხრიდან არც ერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩათრეული არ არის, ჩვენი მხრიდან არავითარი ტერორისტი არ არის, - ამის შესახება ზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ТАСС-თან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იმავეს ვერ იტყვის სომხურ მხარეზე და რუსეთს ეცნობა, რომ დაპირისპირების აქტიურ ფაზაში რუსეთის ქალაქებიდან სომხეთში უდიდესი რაოდენობის იარაღის გადასროლა ხდებოდა.

"ჩვენ გვაქვს მონაცემები, გვაქვს ფრენის რუკები, გვაქვს შეიარაღების ტიპი და ამ ყველაფრის შესახებ რუსულ მხარეს ეცნობა. ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში უამრავ კითხვასა და გაუგებრობას იწვევს. ამიტომ სიტუაცია ასეთია. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ასევე შეგვიძლია საზოგადოებრივ სივრცეში გამოვაქვეყნოთ რუსეთის მხრიდან ამ დროის განმავლობაში სომხეთში განხორციელებული მიწოდების ნომენკლატურა, რა სატრანსპორტო ხომალდებით იყო გადაგზავნილი, რომელი ავიაკომპანიებით იყო ჩატანილი. ძირითადად უკანონოდ მიწოდება ახლა ხდება", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მათ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) ოფიციალურად მიმართეს.

ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ტვირთების საფარქვეშ სომხეთს სასიკვდილო იარაღი მიეწოდება.

"ვინაიდან საქართველომაც და ირანმაც სამხედრო ტვირთის გადაზიდვისთვის საჰაერო სივრცე დახურეს, გამოიყენება ამგვარი კონტრაბანდის მეთოდები გამოიყენება. ჩვენ რუსულ მხარესთან გამოვხატეთ ვარაუდი, რომ ეს კონტრაბანდის გზით ხდება. რადგან ჩვენთვის ძნელია იმის დაჯერება, რომ რუსეთმა, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ და ქვეყანამ, რომელიც ნეიტრალიტეტს უნდა ინარჩუნებს, ისევე როგორც საფრანგეთი და აშშ, კონფლიქტის აქტიურ ეტაპზე სომხური მხარის შეიარაღებას ახდენდა", - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის შეშფოთება ფაქტებზეა დაფუძნებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system