თავში

ილჰამ ალიევი: ჩვენი სამიზნე მხოლოდ სამხედრო დანადგარები იყო

ილჰამ ალიევი: ჩვენი სამიზნე მხოლოდ სამხედრო დანადგარები იყო
ილჰამ ალიევი: ჩვენი სამიზნე მხოლოდ სამხედრო დანადგარები იყო

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების შემდეგ, აზერბაიჯანის მხრიდან საარტილერიო დაბომბვა შეჩერდა, - ამის შესახებ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ოკუპირებული ტერიტორიების ქალაქებსა და სოფლებში სამოქალაქო პირებს არასოდეს ესვრის.

"ჩვენი სამიზნე მხოლოდ სამხედრო დანადგარები იყო. ჩვენი სამხედრო მიზნები ძალიან ფრთხილად იყო დასახული. ამიტომ ჩვენ მხოლოდ მიზნებს ვესვრით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ სომხები იყენებენ სამხედრო დანადგარების იმ ქალაქებში განთავსების ტაქტიკას, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენ კი ჩვენი თავი უნდა დავიცვათ. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემდეგ, ჩვენ მას ვიცავდით, მაგრამ სომხეთმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა, ამიტომ ჩვენ იძულებულნი გავხდით, გვეპასუხა", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system