თავში

ილჰამ ალიევი: ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ყველა ტაძარი ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა

​ილჰამ ალიევი:
ილჰამ ალიევი: ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ყველა ტაძარი ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ყველა ტაძარი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დგას ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობაა. ამის შესახებ ალიევმა აღდამში ვიზიტისას განაცხადა.

"დღეს, როდესაც ომი დამთავრდა, დასავლური წრეების ზოგიერთი ლიდერი სვამს კითხვას, თუ რა ბედი ეწევა გათავისუფლებულ მიწებზე არსებულ ქრისტიანულ ეკლესიებს, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა? ისინი შეშფოთებას გამოხატავენ, როგორც ჩემთან საუბარში, ისე ოფიციალურ განცხადებებში. ნურავინ ინერვიულებს, განსაკუთრებით დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც ისლამოფობიურ გრძნობებს აღვივებენ, თვალს ხუჭავენ ისლამური სალოცავების შეურაცხყოფაზე და ამართლებენ კიდეც მათ, ვინც ამას აკეთებს. მათ არ აქვთ ამაზე ლაპარაკის უფლება, ეს ერთი.

მეორეც, ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკლესია - ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა. აზერბაიჯანში ყოველწლიურად ტარდება ბაქოს ჰუმანიტარული ფორუმი , იგივე კულტურათაშორისი დიალოგის ფორუმი. აზერბაიჯანში ჩატარდა მსოფლიო რელიგიური ლიდერების სამიტები. ნახეთ რა ითქვა ჩვენს შესახებ. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას აზერბაიჯანში ისლამური რელიგიისადმი დამოკიდებულება მაგალითად მოჰყავს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა, ბაქოში ყოფნისას, აზერბაიჯანში ამ სფეროში გაწეულ მუშაობას მაღალი შეფასება მისცა, ეწვია და მართლმადიდებლური ეკლესიები მოინახულა. ბაქოში ვიზიტისას რომის პაპმა ფრანცისკემ ოფიციალურ გამოსვლაში ტოლერანტობაზე ისაუბრა - რელიგიურ ტოლერანტობაზე, მულტიკულტურაზე აზერბაიჯანში.

ვის შეუძლია პრეტენზიები წამოგვიყენოს ? მას ვინც მეჩეთებს ხურავს? თუ მას, ვინც დაკლული ღორის თავებს მაჰმადიანურ მეჩეთებში აგდებს? ის გვასწავლის ჩვენ, შეშფოთებას გამოთქვამს? არ არის საჭირო ჩვენთან რაიმე სახის შეშფოთების გამოხატვა. ჩვენს ყველა ისტორიულ ძეგლს სახელმწიფო იცავს.

ჩემი დავალებით და სახელმწიფო სახსრებით ამჟამად ორი მართლმადიდებლური ეკლესიის შეკეთება მიმდინარეობს, მესამე კი უკვე რესტავრირებულია. ადმინისტრაციული შენობა შენდება. ომის დროს, ჰეიდარ ალიევის ფონდმა ჩვენი უდიელი ძმების ეკლესია შეაკეთა და მათ გადასცა. კავკასიის ალბანეთის ეკლესიები ჩვენი ეროვნული საგანძურია. ქართული ეკლესიები, სომხური ეკლესია", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღდამში ვიზიტისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system