თავში

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ევროსაბჭოს ხელმძღვანელს შეხვდებიან

​ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ევროსაბჭოს ხელმძღვანელს შეხვდებიან
ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ევროსაბჭოს ხელმძღვანელს შეხვდებიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ერთ თვეზე ნაკლებ დროში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, მოლაპარაკებები ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის მონაწილეობით ბრიუსელში გაიმართება, სადაც მეორე დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შედგება

მანამდე შარლ მიშელი ილჰამ ალიევთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, შემდეგ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე მოლაპარაკებებს ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს.

ბოლოს ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს 26 ნოემბერს, სოჭში შეხვდნენ. შეხვედრა სამმხრივი იყო და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიმართა. მისი მთავარი შედეგი ქვეყნებს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის მექანიზმის შექმნის გადაწყვეტილება იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system