თავში

ილჰამ ალიევი: დასრულდება ოკუპაცია, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა

ილჰამ ალიევი: დასრულდება ოკუპაცია, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა
ილჰამ ალიევი: დასრულდება ოკუპაცია, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. 

"ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ პროვოკაციისთვის. ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სომხეთი ჩვენს წინააღმდეგ ახალი ომის დაწყებას გეგმავს. გასულ კვირას რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით - როგორც ტელეარხებთან ინტერვიუში, ასევე გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლისას და ვთქვი, რომ აგრესორი ქვეყანა უნდა შეჩერდეს. ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან.

ამჯერად სომხეთის მთავარი მიზანი ჩვენი დასახლებებია. ცეცხლის გახსნით მათ აზერბაიჯანის მოქალაქეებში, ფრონტის ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და ქალაქებში პანიკის გამოწვევა სურთ.

წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციის შედეგად, მტრის სამხედრო პერსონალსა და სამხედრო ტექნიკას დიდი დანაკლისი მიადგა. კონტრშეტევის შედეგად, აზერბაიჯანის რამდენიმე ოკუპირებული დასახლება ოკუპაციისგან გათავისუფლდა.

დასრულდება ოკუპაცია, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა! იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ხალხს სურს თავის მიწაზე ცხოვრება.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაცია ბოლოს მოუღებს ოკუპაციას! ბოლოს მოუღებს უსამართლობას!... ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა სამართლიანობისთვის", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანულმა არმიამ მტრის თავდაცვის ხაზი გაარღვია და 7 სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა.

აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system