თავში

ილჰამ ალიევი ეუთო-ს "მინსკის ჯგუფის" ორგანიზებით, ფაშინიანთან შეხვედრას არ ეწინააღმდეგება

ილჰამ ალიევი ეუთო-ს "მინსკის ჯგუფის" ორგანიზებით, ფაშინიანთან შეხვედრას არ ეწინააღმდეგება
ილჰამ ალიევი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ორგანიზებით, ფაშინიანთან შეხვედრას არ ეწინააღმდეგება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ის არ ეწინააღმდეგება, ეუთო-ს "მინსკის ჯგუფის" ორგანიზებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას.

ალიევის თქმით, რეგიონს სტაბილურობა სჭირდება.

"ომი დასრულდა. რეგიონს სჭირდება პროგნოზირება და სტაბილურობა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გასულ კვირას ნიუ-იორკში არის იმის კარგი მაგალითი, რომ დიალოგი, შესაძლოა, განახლდეს და საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა მოიძებნოს. იმედი მაქვს, რომ შეხვედრები გახდება მხარეთა შორის ნორმალიზაციის პროცესისა და თანამშრომლობის დასაწყისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში", – განაცხადა ალიევმა France-24-თან ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system