თავში

ილჰამ ალიევი: განჯაზე თავდასხმის გადაწყვეტილება პირადად ფაშინიანმა მიიღო

​ილჰამ ალიევი: განჯაზე თავდასხმის გადაწყვეტილება პირადად
ილჰამ ალიევი: განჯაზე თავდასხმის გადაწყვეტილება პირადად ფაშინიანმა მიიღო

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, განჯაზე თავდასხმის გადაწყვეტილება პირადად ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო. მისი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან დაძაბულია და ის არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეარხ Haber Global-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მაგალითისთვის, რამდენჯერმე მათ ჰადრუთის ოკუპაცია ისევ სცადეს. დილით მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ ღამით სპეცრაზმელთა დიდი ჯგუფმა, რომელიც სომხეთიდან ჩამოვიდა, ჰადრუთის ოკუპაცია ისევ სცადა. არადა სტრატეგიული თვალსაზრისით, ამას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს ჯგუფი გაუვნებელყვეს. მსხვერპლი, რომელიც ამ ღამით სომხეთს ჰქონდა, ფაშინიანის უგუნური და მტაცებლური პოლიტიკის შედეგია", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი პოლიტიკური გზებით გადაწყდება და სამხედრო ეტაპი უკვე დასრულდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

"ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც 12:00-დან უნდა ამოქმედებულიყო, სომხური მხარის მიერ დაირღვა. ამის შემდეგ, ღამე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საზარელი დანაშაული იყო ჩადენილი. ქალაქი განჯა "ტოჩკა-უ-დან" დაიბომბა. შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაიჭრნენ. ეს სომხური ფაშიზმის მახინჯი სახის მორიგი გამოვლენაა. ახლა მსოფლიოს სომხები, მათი მფარველები და ისლამოფობიური წრეები ამ დანაშაულს ვეღარ დამალავენ", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system