თავში

ილჰამ ალიევი: ქალაქი ზანგილანი და რაიონის 6 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა

​ილჰამ ალიევი: ქალაქი ზანგილანი და რაიონის 6 სოფელი ოკუპაციისგან გათავ
ილჰამ ალიევი: ქალაქი ზანგილანი და რაიონის 6 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა

აზერბაიჯანის არმია ზანგილანის რაიონში შევიდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას მიმართა.

ალიევის თქმით, ქალაქი ზანგილანი და რაიონის 6 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა.

"სოფლები ჰავალი, ზერნელი, მამედბეილი, ჰაქარი, შარიფანი, მუღანლი და ქალაქი ზანგილანი! ზანგილანი ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!", - განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანულმა არმიამ ოკუპაციისგან შემდეგი სოფლებიც გაათავისუფლა.

ფუზულის რაიონის სოფლები: დორდჩინარი, კურდლერი, იუკშარი აბდულრაჰმანლი, გარგაბაზარის, აშაგი ვეისალი, იუკშარი აიბასანლი; 

ჯაბრაილის რაიონის სოფლები: სარაფშა, ჰასანგაიდი, ფუგანლი, იმამგაღი, დაშ ვეისალი, აგტეპე, იარამედლი; 

ხოჯავენის რაიონის: აგჯაკენდი, მულკუდერე, დაშბაში, გუნაშლი, ვანგი;

ილჰამ ალიევის თქმით, ის დანაპირებს ასრულებს.

”ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მთავარი ამოცანა აზერბაიჯანის მიწების დაბრუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ჩვენ დღეს ამას ვაკეთებთ. მოლაპარაკებები, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარუმატებელი აღმოჩნდა. სიმაგრეები, რომლებიც სომხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმართეს, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ამ მიწების დაბრუნებას არ აპირებდნენ. ისინი უბრალოდ გვატყუებდნენ ჩვენ და საერთაშორისო შუამავლებს და დროს წელავდნენ”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ისინი დიდი დაბრუნების პირას არიან. ყველა აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებული პირი მრავალი წლის განმავლობაში ამ ოცნებით ცხოვრობდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის შესანიშნავი პირობები შეიქმნა. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ამ წლის განმავლობაში ჩვენ დევნილი ოჯახებისთვუს 7000 ბინის გადაცემას ვგეგმავთ. სახლები და ბინები 300 000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს გადაეცა", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system